დაწყებული იმ მომენტიდან, როდესაც პარლამენტის 88 წევრმა კენჭი უყარა საკუთარი და დანარჩენი წევრების უფლებამოსილების ცნობას, აი, ამ მომენტიდან პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება არის უკანონო და არაკონსტიტუციური, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კალიგულას ცხენსაც არ მოუტანია იმდენი ზიანი რომის სენატისთვის, რამდენიც ბატონმა ყაველაშვილმა მოუტანა პარლამენტს.

"დაწყებული იმ მომენტიდან, როდესაც პარლამენტის 88 წევრმა კენჭი უყარა საკუთარი და დანარჩენი წევრების უფლებამოსილების ცნობას, აი, ამ მომენტიდან პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება არის უკანონო და არაკონსტიტუციური. ამის მიზეზი არის ის, რომ პარლამენტს უფლება არ ჰქონდა კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის, ვინაიდან, ამ 150 პირის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. კალიგულას ცხენსაც არ მოუტანია იმდენი ზიანი რომის სენატისთვის, რამდენიც ბატონმა ყაველაშვილმა მოუტანა პარლამენტს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცხენმა დედის გინება არ იცოდა, ამიტომ სენატში დედის გინება არ მოგვისმენია, ჩვენს პარლამენტში არაერთგზის ყაველაშვილის მხრიდან. ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტად უნდოდა და უნდა თავისი ყურმოჭრილი მონა, მეტი არაფერი გამართლება ამას არ აქვს. ივანიშვილს არჩევანის გაკეთებისას აღარ უნდოდა, რაიმე სახის განათლების მქონე პირის დანიშვნა პრეზიდენტად, რადგან ჯერჯერობით მას არც ერთმა მისმა წარდგენილმა პრეზიდენტმა არ გაუმართლა“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.