იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი წერს.

"ჩვენ კვლავ ვხედავთ ქართველი ხალხის მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში. მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას.

საქართველო ევროპაა", - წერს ვალტონენი.