იმისთვის, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იმოქმედონ, მათთვის მნიშვნელოვანია, დაინახონ გარკვეული ძალა და ერთობა პოლიტიკურ დემოკრატიულ ძალებში, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთო პოზიცია მნიშვნელოვანია 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებითაც.

"სანქციები უკავშირდება რეჟიმის დელეგიტიმაციას, რეჟიმის არაღიარებას და პარტნიორების ჩამოყალიბება იმაზე, რომ ივანიშვილთან - ტერორისტთან, რუსთან მოლაპარაკება შეუძლებელია და ამიტომ, ერთადერთი არჩევანი დემოკრატიულ სამყაროს დარჩენია იმისთვის, რომ ეს დიქტატურა და ივანიშვილი, როგორც უკვე დიქტატორი შევაჩეროთ, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი და ქართველ ხალხს დარჩეს ამ ევროატლანტიკური არჩევანის შესაძლებლობა, ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რომ გამოვიყენოთ არის არა აღიარება, მოლაპარაკება, გარიგება, არამედ სანქციები. მერწმუნეთ, კარგად ვიცი, როგორ ფორმირდებოდა ეს გადაწყვეტილებები იმიტომ, რომ მრავალი წელია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ.

იმისთვის, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იმოქმედონ, მათთვის მნიშვნელოვანია, დაინახონ გარკვეული ძალა და ერთობა პოლიტიკურ დემოკრატიულ ძალებში, პოლიტიკურ პარტიებში, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ერთიანობის დემონსტრირებისთვის, რა თქმა უნდა, ერთიანი პოზიციის არსებობა, მათ შორის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.