21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და მსვლელობით წავალთ რუსთაველისკენ და იქ ვაპირებთ, რომ დავრჩეთ ღამე, რათა დილით პარლამენტთან იყოს პროტესტი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ოცნებას" უნდა აჩვენონ, რომ ამ ვითარებასთან შეგუებას არავინ აპირებს.

"დილით შეკრება არის რთული, ყველა წარსული გამოცდილება გვიჩვენებს ამას, რამდენჯერაც დილით დავაანონსეთ აქცია, იმდენჯერ პარლამენტის უკან ვიყავით ხოლმე 100-200 კაცი, დილის საათებში. მაგრამ არ შეიძლება ამ მომენტის პროტესტის გარეშე გატარება. ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას ახლა განასხვავებს რუსეთისგან, ან ბელარუსისგან, არის ის, რომ აქ არ ვეგუებით არსებულ რეალობას და ვაპროტესტებთ. ერთადერთი მიზანი, რომელიც დარჩათ რუსებს აქ მისაღწევი, არის ის, რომ შევეგუოთ ამ არჩევნების მოპარვას და შევეგუოთ, საბოლოო ჯამში, რუსულ მმართველობას. შეგუება ნიშნავს იმას, რომ აღარ გავაპროტესტოთ. 

ამიტომ დღეს საღამოს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და მსვლელობით წავალთ რუსთაველისკენ და იქ ვაპირებთ რომ დავრჩეთ ღამე, რათა დილით პარლამენტთან იყოს პროტესტი. ვაჩვენოთ, რომ არ ვეგუებით და არ შევეგუებით თავისუფლების დაკარგვას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

დღეს, 24 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად საპროტესტო მსვლელობას და პარლამენტთან 21:00 საათზე აქციას გამართავენ.