მე ადამიანი, რომელიც დიდი ხანია, ვმუშაობ არჩევნებთან ერთად ქალებს უფლებებზე, ვუერთდები მარშს. ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტის დროს ქალების ხმა ისმოდეს, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისმოდეს ქალების ხმა.

"მაშინ, როდესაც არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და ამას საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისმოდეს ქალების ხმა, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდშიც იბრძოდნენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, ცდილობდნენ ამომრჩეველთა გააქტიურებას, მათ შორის ქალი ამომრჩევლის. 

მე ადამიანი, რომელიც დიდი ხანია, ვმუშაობ არჩევნებთან ერთად ქალებს უფლებებზე, ვუერთდები მარშს. ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტის დროს ქალების ხმა ისმოდეს", - განაცხადა ნინო დოლიძემ.

თავისუფლების მოედანზე ქალთა მარშის მონაწილეები იკრიბებიან. მარშის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ჩემოდნები წარწერებით -  “ბიძინა წადი! მე ვრჩები!”. 

ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ივანიშვილის  სახლთან დასრულდება.