გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა.
როგორც ცნობილია, მოკლულია ორი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, მათ ერთმანეთს ესროლეს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა.
როგორც ცნობილია, მოკლულია ორი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, მათ ერთმანეთს ესროლეს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
1732458706
ილიაუნის A კორპუსიდან სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მარში დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები ჯერ თსუ-ს პირველ კორპუსთან მივლენ მოგვიანებით კი რესპუბლიკურ მოედანზე დაგეგმილი აქციას შეუერთდებიან. მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მასწავლებლები.კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ისინი მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მისვლას და სტუდენტების მხარდაჭერას გეგმავენ.მსვლელობის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს შეერთდებიან და 21:00 საათზე პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც აქციის მონაწილეები ღამეც დარჩებიან.მანამდე კი თბილისის ქუჩებში ქალთა მარში გაიმართა. აქცია-პერფორმანსის მონაწილე ქალებმა სიმბოლურად ჩემოდნები ბიძინა ივანიშვილის სახლთან დატოვეს.
1732453905
"მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი.სამართალდამცავი ორგანოები უფლებამოსილების განხორციელებისას არ უნდა გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ უნდა შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში.ნებისმიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა იარსებებს ამის აუცილებლობა, პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.სამართალდამცველთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს და ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს გაფრთხილება.მნიშვნელოვანია შეკრებების დროს ჟურნალისტებს არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება.ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.სახალხო დამცველის რწმუნებულები უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ აქციების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენენ შესაბამის რეაგირებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
1732451818
მისივე თქმით, "ოცნებას" უნდა აჩვენონ, რომ ამ ვითარებასთან შეგუებას არავინ აპირებს."დილით შეკრება არის რთული, ყველა წარსული გამოცდილება გვიჩვენებს ამას, რამდენჯერაც დილით დავაანონსეთ აქცია, იმდენჯერ პარლამენტის უკან ვიყავით ხოლმე 100-200 კაცი, დილის საათებში. მაგრამ არ შეიძლება ამ მომენტის პროტესტის გარეშე გატარება. ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას ახლა განასხვავებს რუსეთისგან, ან ბელარუსისგან, არის ის, რომ აქ არ ვეგუებით არსებულ რეალობას და ვაპროტესტებთ. ერთადერთი მიზანი, რომელიც დარჩათ რუსებს აქ მისაღწევი, არის ის, რომ შევეგუოთ ამ არჩევნების მოპარვას და შევეგუოთ, საბოლოო ჯამში, რუსულ მმართველობას. შეგუება ნიშნავს იმას, რომ აღარ გავაპროტესტოთ. ამიტომ დღეს საღამოს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და მსვლელობით წავალთ რუსთაველისკენ და იქ ვაპირებთ რომ დავრჩეთ ღამე, რათა დილით პარლამენტთან იყოს პროტესტი. ვაჩვენოთ, რომ არ ვეგუებით და არ შევეგუებით თავისუფლების დაკარგვას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. დღეს, 24 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად საპროტესტო მსვლელობას და პარლამენტთან 21:00 საათზე აქციას გამართავენ.
1732450291
"ხვალ, 25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ნდობა არ აქვს. ეს პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას!ხვალინდელ სხდომას ასევე არ დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები! ამ პარლამენტს არც საერთაშორისო აღიარება აქვს!ამიტომ, ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში. ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოჰპარა და უნდა დავანახოთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, თუ სად დგას ქართველი ხალხი და მათი ნება!ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი და ჩვენი მშვიდობიანი ხმა გავაგონოთ ყველას!" - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
1732449702
მისივე თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისმოდეს ქალების ხმა."მაშინ, როდესაც არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და ამას საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისმოდეს ქალების ხმა, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდშიც იბრძოდნენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, ცდილობდნენ ამომრჩეველთა გააქტიურებას, მათ შორის ქალი ამომრჩევლის. მე ადამიანი, რომელიც დიდი ხანია, ვმუშაობ არჩევნებთან ერთად ქალებს უფლებებზე, ვუერთდები მარშს. ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტის დროს ქალების ხმა ისმოდეს", - განაცხადა ნინო დოლიძემ.თავისუფლების მოედანზე ქალთა მარშის მონაწილეები იკრიბებიან. მარშის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ჩემოდნები წარწერებით - “ბიძინა წადი! მე ვრჩები!”. ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ივანიშვილის სახლთან დასრულდება.
1732447788
მისივე თქმით, 25 ნოემბრის დილას ყველა ფხიზლად უნდა იყოს საკუთარი სამშობლოს დასაცავად."რესპუბლიკის მოედანზე საღამოს 9 საათზე ჩვენ შევიკრიბებით, სადაც მსვლელობით დავიძვრებით რუსთაველის გამზირისკენ და გავატარებთ ღამეს იმ თვალსაზრისით, რომ 25 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩანიშნულია ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და თვითგამოცხადებული საკანონმდებლო ორგანოსთვის ლეგიტიმაციის მიცემა. ამისთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. ფხიზლად უნდა ვიყოთ თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.დღეს, 24 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად საპროტესტო მსვლელობას და აქციას 21:00 საათზე გამართავენ. პროტესტის მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.
1732446349
"საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - აღნიშნულია განცხადებაში.
1732442384
მისივე თქმით, ამერიკის არცერთი პრეზიდენტი და არც ადმინისტრაცია არ შეეგუება კლეპტოკრატიას."ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები "ქართულ ოცნებას" ისე დაულაგებს საქმეებს, რომ გასაქცევად ექნებათ საქმე. ამერიკის არცერთი პრეზიდენტი, მით უმეტეს, ადმინისტრაცია, არ შეეგუება კლეპტოკრატიას, იმ რუსული ტიპის მართვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამყარა საქართველოში, სადაც მიტაცებულია ყველა ინსტიტუცია და რუსული სცენარით მოიპარეს ქართველების მომავალი, წაართვეს მათ ხმა და არჩევანი. ამიტომ, ეს ყველაფერი დამთავრდება "ქართული ოცნებისთვის" სავალალოდ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
დავით კირთაძე - ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა პრეზიდენტთან
1731505340
14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1731527131
"ესენი არ ელოდნენ ამ ყველაფერს და დაუშვეს შეცდომა, ამხილეს საკუთარი თავი"
1732022597
ნიკა გვარამია - არ მგონია, რომ უნივერსიტეტი იმსახურებდეს ასეთ რექტორს
1732362941
16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1731699992