რესპუბლიკის მოედანზე საღამოს 9 საათზე შევიკრიბებით, სადაც მსვლელობით დავიძვრებით რუსთაველის გამზირისკენ და გავატარებთ ღამეს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 25 ნოემბრის დილას ყველა ფხიზლად უნდა იყოს საკუთარი სამშობლოს დასაცავად.

"რესპუბლიკის მოედანზე საღამოს 9 საათზე ჩვენ შევიკრიბებით, სადაც მსვლელობით დავიძვრებით რუსთაველის გამზირისკენ და გავატარებთ ღამეს იმ თვალსაზრისით, რომ 25 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩანიშნულია ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და თვითგამოცხადებული საკანონმდებლო ორგანოსთვის ლეგიტიმაციის მიცემა. ამისთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. ფხიზლად უნდა ვიყოთ თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღეს, 24 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად საპროტესტო მსვლელობას და აქციას 21:00 საათზე გამართავენ. პროტესტის მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.