მათ გადაწყვიტეს, ფარისევლურად ისაუბრონ უკრაინის დახმარებაზე, რომ ამით როგორმე შეამცირონ საერთაშორისო წნეხი, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ბერლინში ვიზიტი ადასტურებს, რომ ივანიშვილის რეჟიმს საერთაშორისო სანქციები შიგნიდან ანგრევს.

"ირაკლი კობახიძის მონაწილეობა უკრაინის აღდგენის კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ივანიშვილის პარტიას/რეჟიმს შიგნიდან ანგრევს საერთაშორისო სანქციები. ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, ფარისევლურად ისაუბრონ უკრაინის დახმარებაზე, რომ ამით როგორმე შეამცირონ საერთაშორისო წნეხი. 

ერთადერთი რამ, რაც საქართველოში შეიცვლება, ეს იქნება რუსული მთავრობა, ეს მოხდება შემოდგომის არჩევნებზე და ამას გააკეთებს ქართველი ხალხი", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.