ეს პროცესი უნდა იყოს ერთიანი - ვმონაწილეობთ არჩევნებში, მაგრამ მოვითხოვთ კანონების შეცვლას, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არჩევნები კონსტიტუციურადაა განსაზღვრული.

"შენ ეუბნები, რომ მე არჩევნებში არ ვმონაწილეობ და კანონებს როცა შეცვლი, მერე მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ის არასდროს არ შეცვლის ამ კანონებს. ამიტომ, ეს პროცესი უნდა იყოს ერთიანი - ვმონაწილეობთ არჩევნებში, მაგრამ მოვითხოვთ კანონების შეცვლას. ევროპარლამენტის რეზოლუციაც ამას ეუბნებათ, რომ მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ "ოცნებამ" შეცვალოს გარემო, ის კანონები, რომელიც არასამართლიანია.

რაც შეეხება ამ არჩევნებს, ეს დანიშნულია, კონსტიტუციითაა განსაზღვრული და აქ შეუძლებელია დავა  - ჩატარდეს თუ არა ეს არჩევნები. ამისი თარიღიც კი განსაზღვრულია და რაც შეეხება მოთხოვნას, რომ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, აქ "ოცნებასთან" გჭირდება ჭიდაობა, რომელსაც აქვს ძალა, პოლიცია - ყველაფერი მის მხარესაა", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.