იმდენად განსხვავებულ რეალობაში გავიღვიძებთ, რომ დავაბრუნებთ რეალურ პოლიტიკას ქვეყანაში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზი აპელირებს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე, რომელიც ყველაზე რბილად, რომ ვთქვათ სინამდვილეში ინვესტიცია აღმოჩნდა და არა ქველმოქმედება.

"რა მაგარი იქნება, როდესაც მინისტრები არიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, იმიტომ რომ, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ კოალიციური მთავრობის და სხვადასხვა პარტიების მიერ ერთობლივად მართვა გაასაღოს, ისე რომ ხალხმა იფიქროს, რომ იქნება ქაოსი, პატრონი არ ეყოლება სფეროს. სინამდვილეში ეს იქნება პირიქით. იქნება კონკურენცია პარტიულ წარმომადგენლებსა და მინისტრებს შორის, ისინი არ დააფარებენ ამაზე ხელს ერთმანეთს. იმდენად განსხვავებულ რეალობაში გავიღვიძებთ, რომ დავაბრუნებთ რეალურ პოლიტიკას ქვეყანაში, ჩვენ ვიქნებით მოწმეები, როცა კომიტეტებზე დაიბარებენ მინისტრებს, როდესაც მოქალაქეები გამოთქვამენ უკმაყოფილებას, ნებისმიერი ადამიანის ხმა ავტომატურ რეჟიმში იქნება გაგონილი, იმიტომ რომ, სხვანაირად წარმოუდგენელია კოალიციურ და კონკურენტულ გარემოში ყოფნა და რაც მთავარია, არავის აღარ აწყობს ერთი პარტიის ქვეშ დაქვემდებარებული სასამართლო ან რომელიმე დამოუკიდებელი ინსტიტუტი.

საჯარო მოხელეებიც ამოისუნთქავენ, წნეხიც აღარ იქნება, საკითხებიც გაცილებით სწრაფად გადაწყდება და თვისობრივად გავიღვიძებთ სულ სხვანაირ რეალობაში. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზი აპელირებს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე, რომელიც ყველაზე რბილად, რომ ვთქვათ სინამდვილეში ინვესტიცია აღმოჩნდა და არა ქველმოქმედება. ივანიშვილი ხარჯავდა წელიწადში დაახლოებით 100-მილიონ დოლარს.

ევროპულ ფულს აუცილებლად მოყვება ევროპული შრომის სტანდარტი, ევროპული ხელფასი და ეს ყველაფერი არის ხელის გაწვდენაზე“, - განაცხადა ქადაგიძემ