ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. 

რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი კი წინააღმდეგი იყო.

რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით - "დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“, საქართველოს მონიტორინგის საკითხებში თანამომხსენებლების ანგარიშს ეფუძნება.

რეზოლუცია კვლავ იზიარებს წინა კრიტიკულ პროექტებში გამოხატულ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო.