არჩევნები არის უკანასკნელი მექანიზმი, რითაც ემიგრანტები ქართულ სახელმწიფოსთან ბმას ინარჩუნებენ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი ემიგრანტებში ვერ აკონტროლებს ხმებს სუსის, დაშინების, მოსყიდვის, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მეშვეობით.

"არჩევნები არის უკანასკნელი მექანიზმი, რითაც ემიგრანტები ქართულ სახელმწიფოსთან ბმას ინარჩუნებენ. ეს არის უმძიმესი ინიციატივა, რომელიც არჩევნებსა და დემოკრატიას კლავს.

ივანიშვილი ემიგრანტებში ვერ აკონტროლებს ხმებს სუსის, დაშინების, მოსყიდვის, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მეშვეობით. ამიტომ გადაწყვიტა, რომ შური იძიოს ემიგრანტებზე და წაართვას საარჩევნო ხმის უფლება, გააუქმოს არჩევნები და დემოკრატია. ჩვენი, პროდასავლური კოალიციების და პარტიების ამოცანაა, რომ რაც შეიძლება ხისტი წინააღმდეგობა დავუპირისპიროთ ამ ყველაფერს", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ.