არჩევნებზე ხმის უფლების ჩამორთმევის ტოლფასია ეს, როდესაც ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას იქ, სადაც ცხოვრობენ, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს იმაზე, მის მოქალაქეებს საზღვარგარეთაც ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

"არჩევნებზე ხმის უფლების ჩამორთმევის ტოლფასია ეს, როდესაც ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას იქ, სადაც ცხოვრობენ.

დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს იმაზე, მის მოქალაქეებს საზღვარგარეთაც ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები თანდათან უფრო მეტად აქტიურობდნენ არჩევნების თვალსაზრისით, უფრო მეტად ცდილობდნენ ქვეყნის ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას და შესაძლოა, ახლა "ქართულმა ოცნებამ" ეს დაინახა და ამის გამო სურს ეს გზა ახლავე ჩაქოლოს", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.