გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

როგორც გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, მრავალი თვის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს.

"შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიწვიოს ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის, როგორ გაგრძელდება მუშაობა. ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.