წლების განმავლობაში, ბევრი მეუბნებოდა შენ რომ იყრიდე კენჭს, ხმას მოგცემდიო, ამ ადამიანებს დღეს აქვთ არჩევანი და ჩემი სახით შეუძლიათ, ერთიანობას მისცენ ხმა, - ამის შესახებ  "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველო გადარჩენა-არგადარჩენის გზაგასაყარზე დგას. 

"მე არ ვიყურები წარსულში, მე ვიყურები მომავალში. მე დღეს მაქვს ძალიან კონკრეტული პრობლემა. დღეს საქართველო იმყოფება ისტორიულ გზაგასაყარზე, ან გადარჩებით, ან ვერ გადავრჩებით. მე მაინტერესებს, როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ ხვალ ჩემი შვილები, მე მინდა, მქონდეს ღირსეული სიბერე, მე მინდა, ჩემს შვილებს ჰქონდეთ მშვიდობიანი და  უსაფრთხო  მომავალი. როცა ეს ყველაფერი მინდა, წარსულში არ ვიყურები. თუ ვინმეს რაღაც შიშები აქვს, შეიძლება გარანტი იყოს ისიც, რომ ამ გაერთიანებაში ახალი სახეებია.

წლების განმავლობაში, ბევრი მეუბნებოდა შენ რომ იყრიდე კენჭს ხმას მოგცემდიო, აი, ამ ადამიანებს დღეს აქვთ არჩევანი და ჩემი სახით შეუძლიათ, ერთიანობას მისცენ ხმა", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.