უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას არასდროს დაუბომბავს რუსეთის ტერიტორია ამერიკული იარაღით.

"ჩვენ ვიყენებთ უკრაინული წარმოების შორი დისტანციის შესაძლებლობებს და ვიყენებთ მათ 150-დან 3000 კმ-მდე დიაპაზონში - ეს ჩვენი უახლესი შესაძლებლობებია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საკითხი დამატებით დაფინანსებას ეხება, რომელიც აუცილებელია უკრაინული შორი დისტანციის იარაღის მასობრივი წარმოებისთვის.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას არასდროს გამოუყენებია ამერიკული იარაღი რუსეთში შორი დისტანციის სამიზნეების წინააღმდეგ.

"ჩვენ გამოვიყენეთ სხვადასხვა იარაღი კარგი შესაძლებლობებით, მაგრამ ეს მკაცრად საბრძოლო ზონებში ან საბრძოლო მისიებისთვის მომზადების მიზნით მოხდა. ამიტომ, ყირიმი და აღმოსავლეთი - უკრაინაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ეს იყო დარტყმები "დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე“.