ჯამურად, 12 ადგილია მხოლოდ ციხეში დარჩენილი ივნისის მდგომარეობით. 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე (18 თვეში) პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, 2026 წლის ივნისში 690 პირმა დატოვა ციხე, მაგრამ წინა თვესთან შედარებით 209 პატიმრით გაიზარდა ციხის პოპულაცია.

"ჯამურად, 12 ადგილია მხოლოდ ციხეში დარჩენილი ივნისის მდგომარეობით. 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე (18 თვეში) პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი.

2026 წლის ივნისში 690 პირმა დატოვა ციხე, მაგრამ წინა თვესთან შედარებით მაინც 209 პატიმრით გაიზარდა ციხის პოპულაცია.

№2, №8 და №15 დაწესებულებებში პატიმართა ლიმიტი გადაცილებულია შემდეგი ოდენობებით:

ქუთაისის #2 ციხის ლიმიტის 34%-ით (788 პატიმრით) მეტი;
გლდანის #8 ციხის ლიმიტის 32%-ით (796 პატიმრით) მეტი;
ქსნის #15 ციხის ლიმიტის 56%-ით (364 პატიმრით) მეტი“, - წერს გიორგი ბურჯანაძე.