ვულოცავ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თავისუფლებას! მხნეობასა და მალე გათავისუფლებას ვუსურვებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს!, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აუცილებელია, საქართველოს თითოეული მოქალაქე დარწმუნდეს, რომ “ოცნება” შვილებს მომავალს ართმევს.

"ვულოცავ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თავისუფლებას! მხნეობასა და მალე გათავისუფლებას ვუსურვებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს!

სანამ “ოცნება” ადამიანებს პოლიტიკური შეხედულების გამო უკანონოდ აკავებს, ოკუპანტები მადლობას უხდიან “ოცნებას” საქართველოსთვის ომზე პასუხისმგებლობის აკიდების გამო. ამ დროს ოპოზიცია ოპოზიციას ებრძვის - განსხვავებული პოზიციის გამო. ამასობაში კი "ოცნება" საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობს! 

ამიტომაც, ახლა მთავარია საქართველოს თითოეული მოქალაქე დავარწმუნოთ, რომ “ოცნება” ჩვენს შვილებს მომავალს ართმევს!“,- წერს გიორგი გახარია.

მიხეილ ყაველაშვილმა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე შეიწყალა.