გრიგოლ ლილუაშვილი შიდა პატიმრობაში ჰყავს ივანიშვილს - აკრძალული აქვს საჯარო სივრცეში გამოჩენა და ქვეყნიდან გასვლა,  - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კრიმინალები ვახტანგ გომელაურის დაკითხვას განაგრძობენ და პერიოდულად იბარებენ სხვადასხვა თემაზე.

"გრიგოლ ლილუაშვილი შიდა პატიმრობაში ჰყავს ივანიშვილს - აკრძალული აქვს საჯარო სივრცეში გამოჩენა და ქვეყნიდან გასვლა. 

კრიმინალები ვახტანგ გომელაურის დაკითხვას განაგრძობენ და პერიოდულად იბარებენ სხვადასხვა თემაზე - მოპარულ ფულს თვლიან, რომ ბიძინასთვის ამოიღონ.

მისი "დაკაჩავება" წარმატებულია და ბიძინასგანაც მწვანე აქვთ. 

რიგით ქოცებს როგორ მოგისვრით იფიქრეთ - ამათ რა დღეში აგდებს და თქვენ?! " , - წერს ლევან ხაბეიშვილი.