იმაზე საუბარი, რომ თითქოს, სანქციების ჩალის ფასი აქვს, რასაც "ქართული ოცნება" ხშირად იმეორებს, სანქციების შიშით არის განპირობებული, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" კიდევ ერთი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი მის ახალ სანქცირებას ნიშნავს.

"იმის საპირწონედ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადადგას დემოკრატიისკენ ნაბიჯები, პირიქით, საპირისპიროდ იქცევა, შესაბამისად, მსგავსი ტიპის მოწოდებები, რაც ამ სტატიაშია მოთხრობილი, ბუნებრივად წარმოიშობა, ვინაიდან, "ქართული ოცნების" ერთი გადადგმული ნაბიჯი ანტიდემოკრატიული სისტემის და რეჟიმის ჩამოყალიბების მიმართ, იქნება სანქციებში ასახული. ეს "ქართულმა ოცნებამ" იცის. 

ფაქტია, "ოცნების" რეჟიმს სანქციების ეშინია და არ სურს ხელახალი სანქცირება, მაგრამ ამავდროულად ცდილობენ დასავლეთის დისკრედიტაციას და იმაზე საუბარი, რომ თითქოს, სანქციების ჩალის ფასი აქვს, რასაც "ქართული ოცნება" ხშირად იმეორებს, სანქციების შიშით არის განპირობებული ", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.