თბილისის საკრებულოსთან სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს.

ის აღნიშნულ ტერიტორიაზე იმავე შინაარსის ფურცლებით იდგა, რის გამოც რამდენიმე დღის წინ დაკავებული იყო.

თორნიკე თოშხუას გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავება. 

სამოქალაქო აქტივისტი აღნიშნული ქმედების ჩადენის ბრალდებით უკვე მეორედაა დაკავებული.