იმედა კლდიაშვილმა განაცხადა, რომ იგი აპირებს შიმშილობას, გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკურად არ შეუძლია ჭამა, როცა იგი იმყოფება იზოლატორში, - ამის შესახებ ადვოკატმა ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.

მისივე თქმით, იმედა კლდიაშვილმა იცოდა, რომ მას პატიმრობა დაემუქრებოდა.

"იმედა კლდიაშვილი პოლიტიკურად აქტიური ადამიანია, მან განაცხადა, რომ შეგნებულად წავიდა ამ რისკზე, იცოდა, რაც ელოდა. მოსამართლეს უთხრა, რომ ეს მისი გეგმის ნაწილია და როცა გამოვა ციხიდან, ისევ გადაკეტავს რუსთაველს და რომ მიაჩნია, რომ ამ ქვეყანაში პროტესტი არის სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის ერთადერთი გზა.

იმედა კლდიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი აპირებს შიმშილობას, გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკურად არ შეუძლია ჭამა, როცა იგი იმყოფება იზოლატორში", - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტი იმედა კლდიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 9-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.