აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ფიქრობს, რომ უკრაინა რუსეთთან ომს მოიგებს, თუმცა ამის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.

ეს განცხადება მან ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზესთან შეხვედრის დროს გააკეთა.

"მათ (უკრაინელებს) ჯერ კიდევ შეუძლიათ გამარჯვება. არა მგონია, რომ გაიმარჯვონ, მაგრამ მაინც შეუძლიათ გამარჯვება. მე არასდროს მითქვამს, რომ გაიმარჯვებენ. მე ვთქვი, რომ მათ შეუძლიათ გამარჯვება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ომი "ძალიან უცნაური რამ“ არის - "ბევრი კარგი და ცუდი რამ ხდება“.

"თუ ახლო აღმოსავლეთს შეხედავთ, ვიტყოდი, რომ სანამ ირანს ასე ძლიერად დავარტყამდით, ვერასდროს შევძლებდით ამ შეთანხმების დადებას, მათ ბირთვულ შესაძლებლობები ჩამოვართვით, რაც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ოპერაცია იყო“, - განაცხადა ტრამპმა