ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მან პირადი გარემოებებიდან გამომდინარე მიიღო, ასე რომ, არავის აქვს უფლება, რომ ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციას ჰქონდეს ადგილი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამით აშშ-ის პოზიცია არ იცვლება.

"როდესაც ვსაუბრობთ ამ გადაწყვეტილებაზე, პირდაპირაა ხაზგასმული, რომ ეს პირადი გადაწყვეტილებაა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, რომ ეს ადამიანი არ აგრძელებს საჯარო საქმიანობას, შესაბამისად, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მან პირადი გარემოებებიდან გამომდინარე მიიღო, ასე რომ,  არავის აქვს უფლება, რომ ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციას ჰქონდეს ადგილი. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის პოზიცია არ იცვლება.

როდესაც ქვეყანამ ამერიკა-ევროპასთან პარტნიორობა შეწყვიტა, ქალბატონი დანიგანი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მცდელობაში, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულიყო, იყო თავდასხმის სამიზნე. ძალიან სამწუხაროა და სამარცხვინოა, რომ ჩვენი ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები ასე არღვევდნენ დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს. ელჩის განცხადებით, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება და ამერიკის მთავრობას მისი გაწვევა არ მოუთხოვია.