“ივანიშვილი კრემლის ნარატივით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მიზანმიმართულად აზიანებს. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რეჟიმი მტრობს საქართველოს“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - "აფხაზეთის ომის დაწყებასთან დაკავშირებით ოცნების ხელისუფლებამ დაგვაყენა იმ საშიშროების წინაშე, რომ არაღიარების პოლიტიკა შესუსტდეს და საბოლოოდ, შესაძლოა, დადგეს აღიარების საკითხიც, რამდენად რეალურია, რომ ოცნება წავიდეს ასეთ ნაბიჯზე?"

"ივანიშვილი უკვე წასულია ამ ნაბიჯზე. ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც საკუთარ მხარეს, საქართველოს ადანაშაულებ საომარი მოქმედებების დაწყებაში და მათ შორის იმეორებ იმ ნარატივს, რომელიც აქვს კრემლს, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ აძლევ პოლიტიკურ ასპარეზზე კრემლს მეტ სასაუბროს, უფრო მეტ ბერკეტს და გაეროს ტრიბუნაზე რუსებმა უკვე აქტიურად დაიწყეს ამ არგუმენტის გამოყენება. ზოგადად, რა თქმა უნდა, ამ პრობლემის გარდა, მთავარი პრობლემა რაც არის, არის ის, რომ ეს რეჟიმი ვნებს და სპეციალურად მტრობს საქართველოს სუვერენიტეტს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომაც იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ჰააგაში და სტრასბურგში მიღწეული გამარჯვება შევინარჩუნოთ, აუცილებელია ამ სისტემის დემონტაჟი“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.