შეუძლებელია, ვენეციის კომისიას სხვანაირი დასკვნა დაედო ამ კანონებთან მიმართებაში, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც ოპოზიციური პარტია არ არსებობს, დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება.

"შეუძლებელია, ვენეციის კომისიას სხვანაირი დასკვნა დაედო ამ კანონებთან მიმართებაში და ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ნებისმიერი დასავლური ინსტიტუციის აზრი იქნება ერთი - თუ ქვეყანას უწერია დემოკრატიული მომავალი, მაშინ ასეთი კანონები ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს იმიტომ, რომ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ქვეყანა, სადაც არ არსებობენ ოპოზიციური პარტიები, არ არსებობენ კრიტიკული მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები - შეუძლებელია ამ ქვეყანას ეწოდოს დემოკრატიული", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, უნდა გაუქმდეს FARA, გრანტების და მაუწყებლობის შესახებ კანონები. 
კომისიის შეფასებით, მოცემული კანონები ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება და ძალადობრივია.