კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე ჩემი აზრით აბსოლუტურად უალტერნატივოა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე პოზიცია არაერთგზის დააფიქსირა.

"კახა კალაძე არის უალტერნატივო თბილისის მერის პოზიციაზე. ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო აზრი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე უპასუხა გიორგი გაბიტაშვილის გენერალურ აუდიტორად წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, გიორგი გაბიტაშვილი ღირსეული კაცია და სწორედ ამიტომ, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ის დაიკავებს ძალიან მაღალ თანამდებობას  და ქვეყნის გენერალური აუდიტორი გახდება.