ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის მარტივი რამის დადასტურება, უახლოეს დღეებში დაიჭერენ ან ლილუაშვილს ან ღარიბაშვილს ან გომელაურს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

“დანასისხლად არიან გადაკიდებული გომელაურ-ლიულაშვილ-ღარიბაშვილთან. ისინი ამით ადასტურებენ ერთ რაღაცას, შიგნით აქვთ უბედურება დაჭმა და მეტი ინფორმაცია მაქვს თუ არა, კიდევ უფრო მეტი მაქვს ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.

ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის მარტივი რამის დადასტურება, უახლოეს დღეებში დაიჭერენ ან ლილუაშვილს ან ღარიბაშვილს ან გომელაურს... ბატონო ბიძინა მარტო დარჩებით, მალე დარჩებით მარტო. ხომ ხედავთ, კობახიძეც კი ამბობს, რომ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური, ყველა ჩემთან თანამშრომლობს, ყველას ინფორმაციები მე მაქვს. თქვენ ხომ ხვდებით, რომ დარჩებით მიქანაძის, ოხანაშვილის და ამ შეშლილი კობახიძის ამარა.

ღარიბაშვილზე ვთქვი და მიქაუტაძე დაუჭირეთ, მისი ჯიბე, გომელაურის გადადგომა ვთქვი და 2 დღეში გადადგა, რიჟვაძეზე ვთქვი და ფაქტობრივად, ან კლავდით ან თავს იკლავდა, ბიზნესზე ვთქვი და ზარალათი დაწყებული, პაპაშვილით გაგრძელებული და ჩხაიძეს საერთოდ შვილი დაუჭირეთ, რომელი ერთი მოვყევი და არ დადასტურდა? ლილუაშვილზე ვთქვი, რომ 100 მილიონ დოლარს სთხოვთ და ოხანაშვილმა თქვა, რომ დიახ, გამოძიებას მასთან აქვს კითხვები, ამიტომ თქვენ მარტო დარჩებით ამ აბსოლუტურად შეშლილების ამარა”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.