"ქართულმა ოცნებამ" გააკეთა უპრეცედენტო რამ და ახლა ის მიხეილ სააკაშვილს ამყოფებს ორმაგ პატიმრობაში. ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მან პრეზიდენტთან სააკაშვილის შეწყალებაზე საკითხი რამდენჯერმა გააჟღერა.

"მოლოდინი იმის, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიიღებს პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილებას და შემდეგ ეს არალეგიტიმური გზით ფორმირებული პარლამენტი თვითლიკვიდაციას საკუთარი ნებით მოახდენს და გამოვლენ პარლამენტის შენობიდან - ამის მოლოდინი არის ცრუ, თუმცა ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი ისევე როგორც, პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალება, რომელიც უკვე პოლიტპატიმრად მოიხსენიება საქართველოს მეგობრების მხრიდან. მისი  გათავისუფლებისკენ სალომე ზურაბიშვილს  მოუწოდებენ მსოფლიო ლიდერები.  

"ქართულმა ოცნებამ" გააკეთა უპრეცედენტო რამ და ახლა ის მიხეილ სააკაშვილს ამყოფებს ორმაგ პატიმრობაში.  ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი.  

მე ვემხრობი ყველაფერს, რაც რეჟიმის ჩამოშლას ითვალისწინებს, მაგრამ აქვე დავსძენ იმას, რომ ჩვენი მოსაზრებები შეგვიძლია, გავუზიაროთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მაგრამ მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის სააკაშვილის შეწყალების თემაზე, რომელიც არაერთხელ გამიჟღერებია, მას შეუძლია, დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.