განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა. ამის შესახებ ის ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს და საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის საელჩოს მადლობას უხდის.

"ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. გიორგი ჩიკვაიძე, სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის საელჩო.

განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო.

P.S. მალე დაგიბრუნდებით", - წერს ირაკლი შაიშმელაშვილი. 

ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა 4 დეკემბერს დატოვა.