ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ზღვარი გადაკვეთა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ, სანქციები ახლავე გვჭირდება! - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ელენე ხოშტარია ერთ-ერთი მცირეთაგანი იყო, ვინც ჯერ კიდევ თავისუფალი რჩებოდა.

"ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ახლახან დააკავა. ის ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც თავისუფლებაში დარჩა.

ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ზღვარი გადაკვეთა.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ, სანქციები ახლავე გვჭირდება!", - წერს რასა იუკნევიჩიენე.

"კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. გამოძიება ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, კერძოდ, მას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან.