უკრაინის შეიარაღებული ძალები სუმის ოლქში წინ მიიწევს, რუსეთს ხარკოვის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონში კარგი შედეგებია. ჩვენი დანაყოფები უკრაინის სახელმწიფო საზღვრისკენ წინსვლას აგრძელებენ.

რუსებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს ხარკოვის რეგიონში - კუპიანსკსა და დონეცკის ოლქში. ჩვენ ვაგრძელებთ მოქმედებას დობროპოლიის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ რუსული თავდასხმები მოგერიებული იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა.