თუ ივანიშვილი 29 დეკემბერს დემოკრატიის განადგურების გეგმას განახორციელებს, ისეთი პასუხს ელოდეს, როგორსაც არასდროს წარმოიდგენდა, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და "მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

"პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათლად განმარტა, თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ.

თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას განახორციელებს, ის ისეთ პასუხს უნდა ელოდოს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა“, – წერს ჯო უილსონი.