ივანიშვილის გადაწყვეტილებით ოთხი მილიონი ქართველი სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდა. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არის ტრაგედია, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე აშშ-ში რა მოთხოვნაც გვაქვს, უნდა დასანქცირდეს “ოცნების” კონკრეტული მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

“უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც მოგზაურობასთან დაკავშირებით დამატებითი ბარიერების შექმნა ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებისთვის, ეს იქნება ისტორიული ტრაგიკული მოვლენა, რადგან ჩვენ ისევ ვემშვიდობებით ევროპულ ცივილიზაციას და ივანიშვილის გამო სანქცირდება ოთხი მილიონი ქართველი. ამ საკითხზე მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს, რადგან დასანქცირდეს

“ოცნების” და ივანიშვილის გარემოცვის 15 წევრი, რადგან ივანიშვილის მთავარი მოკავშირე ევროკავშირში - ორბანი, ბლოკავს ამ სანქციების პაკეტს, ამის გამო ივანიშვილი მიდის იმაზე, რომ ოთხი მილიონი ქართველი დასანქცირდეს, ეს არის ივანიშვილის ნება და ამის შეგუება ვისაც უნდა შეეგუოს, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება იმდენად დიდი დარტყმა საქართველოსთვის, იმდენად დიდი ცვლილების მომტანი იქნება ჩვენი საგარეო კურსისთვის და იმდენად შეიცვლება საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან მიდგომა, რომ ჩვენ უფრო მეტად ბევრი აქტიურობა გვმართებს. ჩვენი პარტიის პოზიცია ყოველთვის იყო და ასე იქნება, რომ როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე აშშ-ში რა მოთხოვნაც გვაქვს, უნდა დასანქცირდეს “ოცნების” კონკრეტული მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები, მაგრამ ივანიშვილის ნებიდან გამომდინარე და მისი გადაწყვეტილებით, “ოცნება” მზად არის დაასანქციროს ოთხი მილიონი ქართველი, ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ რეჟიმის ცვლილება არის არა მხოლოდ ჩვენი სურვილი, არამედ აუცილებელი.

ეს რვა პუნქტი არის მთლიანად სამართლებრივი საკითხები. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ საფუძვლად უდევს სამართლებრივი საკითხები და იმ რვა

პუნქტში ასახულია ეს ყოველივე. რაც შეეხება პოლიტიკურ მოთხოვნებს, დამერწმუნეთ, ამ ქვეყანაში არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო და პოლიტიკური პატიმრები არ იყვნენ ციხეში, მედიას რომ არ დევნიდნენ და ა.შ. ეს საკითხი საერთოდ არ დადგებოდა, მათ შორის ის რვა პუნქტიც.

ერთი არის ფორმალურად, სამართლებრივად რა მოთხოვნებიც არაბების და მეორე არის ევროპარლამენტარების, მათ შორის კაია კალასის და ჩვენი ევროპელი პარტნიორების განცხადებები, სადაც საუბარია როგორც პოლიტპატიმრების პრობლემის სიმწვავეზე, ისე მედიის თავისუფლებაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ