ივანიშვილისა და მისი ბანდის დამარცხების ეფექტურ გზად მიგვაჩნია ერთიანობა. ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ერთიანობის იდეას უკვე დიდი ხანია, ლობირებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, პროდასავლური გეზი აქვს აღებული.

"ივანიშვილისა და მისი ბანდის დამარცხების ეფექტურ გზად მიგვაჩნია ერთიანობა. ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ერთიანობის იდეას  უკვე დიდი ხანია ლობირებს. ივანიშვილის ბანდისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს პროდასავლური გეზი, ჩვენ კარგად ვიცით რა არის სამოქმედო გეგმა 9 რეკომენდაციის სახით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ამ მხრივ ვაქტიურობთ კიდევაც პროდასავლური ოპოზიცია. ასე რომ, როდესაც პოლიტიკური მოცემულობაა ასეთი, რომ არსებობს პოლიტიკური ბანდა ოლიგარქის, რომელიც ცდილობს, რომ ყველა თავისუფლების კუნძული ამოძირკვოს, ამ დროს არჩევანი არის ერთსა და მეორეს შორის. მთავარია, რომ პროდასავლელი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს. დასაკარგი ხმა არ გვაქვს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.