მარკ რუტე იქნება ნატოს შესანიშნავი გენერალური მდივანი, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"მე მას მრავალი წელია, ვიცნობ. მთელი ამ წლების განმავლობაში ის კონსენსუსის მიღწევისადმი თავის შესაძლებლობას აჩვენებდა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მარკ რუტე თანამდებობას პირველი ოქტომბრიდან მას შემდეგ დაიკავებს, რაც იენს სტოლტენბერგის მანდატი ამოიწურება.