აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი მიუთითებს იმისკენ, რომ ჩვენ წელს არც თუ ისე ადვილი წელი გვექნება, - ამის შესახებ კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა ნიკა გილაურმა ბიზნესმენების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბოლომდე არ ასახულა ჩვენს ეკონომიკაზე ის პოლიტიკური კრიზისი, რაშიც საქართველოა შესული.

"ჯერ კიდევ ბოლომდე არ ასახულა ჩვენს ეკონომიკაზე ის პოლიტიკური კრიზისი, რაშიც საქართველოა შესული, თუმცა აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი მიუთითებს იმისკენ, რომ ჩვენ წელს არც თუ ისე ადვილი წელი გვექნება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ნოემბერ-დეკემბერში უკვე ვნახეთ ტურიზმის ციფრები, იანვარშიც არ არის უკეთესი. ამას ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შემოდინებების შემცირება, პირდაპირი ინვესტიციების შემცირება. რეალურად, ვალუტის ის შემოდინებები, რაც ქვეყანას ჰქონდა ბოლო პერიოდში, საგრძნობლად მცირდება", - განაცხადა ნიკა გილაურმა.

ბიზნესმენები სასტუმრო "შერატონში" შეხვედრას მართავენ. განხილვის თემა მიმდინარე პროცესები და ეკონომიკური მდგომარეობაა.