"საქართველოს აღარ აქვს დრო, იცხოვროს 2011 წლის მოძველებული კონცეფციით. რუსეთის აგრესიული რევანშიზმის და გლობალური წესრიგის რღვევის პირობებში, უმოქმედობა გვაქცევს გეოპოლიტიკურ „ნაპრალზე“ მყოფ მოწყვლად სახელმწიფოდ", - პოლიტიკური ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე სამსჯელოდ თანამოაზრეებთან საჯარო შეხვედრებს იწყებენ.

შეხვედრების მიზანი: შეიქმნას უსაფრთხოების ისეთი სისტემა, რომელიც უპასუხებს თანამედროვეობის გამოწვევებს; უსაფრთხოების პოლიტიკა არ უნდა იყოს მხოლოდ ვიწრო ელიტის საქმე; ეროვნული უსაფრთხოება უნდა იყოს ეროვნული კონსენსუსის შედეგი.

დისკუსიას გაუძღვებიან ვიქტორ ყიფიანი, გიორგი ანთაძე და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.