ბაღდათის რაიონში სოფელ ალისმერეთში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრა 05:21 საათზე დაფიქსირდა.
ბაღდათის რაიონში სოფელ ალისმერეთში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრა 05:21 საათზე დაფიქსირდა.
1780229806
"გამოკითხვა არ მომხდარა, გამოკითხვის ოქმი შემოტანილი ჰქონდათ, მაგრამ მოკლედ ავუხსენით, რომ არ ვეთანხმებით და არ ვაღიარებთ დადგენილებას, რომელიც წარდგენილია. კატეგორიულად უარყოფს, ამბობს, რომ არანაირი ჯაშუში მე არ ვარ, პირიქით, ჩემი მოღვაწეობა, თუ რამე იყო, მიმართული იყო იქითკენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მომხდარიყო, ქვეყანაში ომი და უბედურება არ მომხდარიყო. "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ რომ შექმნა, დიდწილად მაგას უკავშირებს თვითონ, ალბათ, ამის გამო მოხდა ჩემი დაკავებაო. 27 მარტიდან "ობიექტივზე“ უკვე თავისი გადაცემა რომ მიჰყავდა, უფრო გააქტიურდა და რაღაც თემები გაშალა, ალბათ გარკვეული თანამდებობის პირების გაღიზიანება მოჰყვა. არ ვიცი, ვის ინტერესში შედიოდა ბატონი გულბაათის დაკავება. ფაქტი ერთია, რომ ბატონი გულბაათი არის უდანაშაულო, თვითონ თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ, დანარჩენს ერთად ვნახავთ“, – განაცხადა ლაშა გოლუბიანმა სუსის დატოვების შემდეგ.მისივე თქმით, გულბაათ რცხილაძე ირანში წასვლას აპირებდა, თუმცა ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაიფიქრა."ბოლო მომენტში უკვე გადაიფიქრა. ირანის ელჩი და "ობიექტივის“ ხელმძღვანელობა ჩააყენა საქმის კურსში, რომ მამა ჰყავს ძალიან ცუდად და თვითონ უვლიდა ხოლმე. შესაძლებელია, ყოფილიყო ამერიკაც ან ევროპის რომელიმე ქვეყანა“, – განაცხადა ადვოკატმა.
1780223160
"მადლობა გერმანიას ადამიანების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის. ასეთი ძლიერი მხარდაჭერის წყალობით ათასობით სიცოცხლე გადარჩა. თუმცა, ჩვენ ასევე გვჭირდება რაკეტები, რათა ჩვენს საჰაერო თავდაცვის სისტემებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.მან ასევე გაიხსენა, რომ ამ კვირაში შვედეთთან მნიშვნელოვანი შეთანხმებები იქნა მიღწეული - ახალი მხარდაჭერის პაკეტი, კერძოდ, საჰაერო ძალების Gripen-ის საბრძოლო თვითმფრინავებით გაძლიერების მიზნით. გარდა ამისა, წელს PURL პროგრამაში ახალი შენატანები ხორციელდება."ამ ინიციატივის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ვენდობით როგორც აშშ-ს, ასევე ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ანტიბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა უკრაინისთვის მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.მისი თქმით, ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინელებისთვის მეტ დაცვას უზრუნველყოფს და რუსეთს ბოლო უპირატესობას ართმევს.
1780211459
"27 მაისს, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტით მყოფმა წარმომადგენლებმა შემდეგი განცხადება გაავრცელეს:შეერთებული შტატების დელეგაციისთვის პატივი იყო თბილისში, საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის უწმინდესობასა და უნეტარესობასთან, შიო III-სთან შეხვედრა.დელეგაციამ ხაზი გაუსვა იმ ცივილიზაციურ კავშირებს, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების საყრდენს წარმოადგენს. შეერთებული შტატები ამ მეგობრობის საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის: სარწმუნოებას, ოჯახს, ეროვნულ იდენტობასა და ღრმა პატივისცემას ღვთივბოძებული უფლებებისადმი, რომელიც ადამიანის ღირსებას უზრუნველყოფს.აშშ-ის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა იმ ქრისტიანულ სათნოებებზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოარჩევდა ქართულ ცივილიზაციას თანაგრძნობითა და გულმოწყალებით, ასევე, ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა. დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია ეროვნული ერთიანობის გამტკიცების ამ მისიას განახლებული სულისკვეთებით გააგრძელებს.შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაღრმავებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1780209361
განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.ამასთან, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
1780209137
განკარგულებას ხელს აწერს ირაკლი კობახიძე.ამასთან, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
1780206605
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 364 060 (+1 560) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 31.05.26-მდე: ტანკები – 11 962 (+2), ჯავშანტექნიკა – 24 657 (+14), საარტილერიო სისტემები – 42 987 (+57), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 819 (+6).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 399 (+1), თვითმფრინავები – 436 (+0), ვერტმფრენები – 353 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 519 (+19); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 320 327 (+1 894), ფრთოსანი რაკეტები – 4 693 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 101 237 (+524), სპეციალური ტექნიკა – 4 234 (+3).
1780169444
"არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა.ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას! ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელსაც დღეს თითოეული ქართველი განვიცდით, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული ფეხბურთის უმაღლესი მწვერვალი კიდევ ერთხელ დაიპყარი და საქართველოს სახელი მსოფლიოს ყველაზე დიდ საფეხბურთო სცენაზე კიდევ ერთხელ, ხმამაღლა გააჟღერე.არაერთხელ დაამტკიცე, რომ არა მხოლოდ გამორჩეული ფეხბურთელი და სანიმუშო სპორტსმენი, არამედ განსაკუთრებული ადამიანი ხარ, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც საკუთარი ნიჭით, შრომითა და თავმდაბლობით მილიონობით ადამიანის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.ამავდროულად, ჩვენი შვილების, იმ ახალგაზრდების შთაგონების წყარო ხარ, ვინც შენი შემხედვარე ოცნებას ბედავს, ოცნებას ისე თამამად, როგორც ერთ დროს შენ ოცნებობდი!დღეს შენი, ისევე, როგორც საქართველოს ოცნება მეორედ ახდა!გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ შენი დღევანდელი გამარჯვება განსაკუთრებით ძვირფასია პირადად ჩემთვის, რადგან შენი სახით საქართველოს ჰყავს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვინც ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირის თასი მეორედ აღმართა და ყველაზე მეტად კაშკაშებდა გზაზე, რომელიც უდიდეს შრომას, ბრძოლას, რწმენასა და თავდადებას მოითხოვდა.გისურვებ, რომ მომავალი სეზონი ახალი მწვერვალების, ახალი რეკორდებისა და ახალი ტრიუმფების წელი იყოს. მთელი გულით მინდა, რომ სწორედ შენ გახდე პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მესამედ მოიგებს და ქართული ფეხბურთის სახელით კიდევ ერთ ისტორიულ ფურცელს დაწერს.როგორც აქამდეც არაერთხელ დაამტკიცე, შენთვის შეუძლებელი არაფერია“, – წერს კახა კალაძე.
1780169429
კუროფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დიდი ხარჯების ან სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება სასურველი არ არის.ტყუპებიურთიერთობების სფერო აქტიურდება. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბრები, შეთანხმებები ან ახალი ნაცნობები.კირჩხიბიყურადღება სამუშაოსა და ყოველდღიურ საქმეებზე გადაიტანეთ. კარგი დროა ორგანიზებისა და დაგეგმვისთვის.ლომიდღე ხელს უწყობს შემოქმედებით საქმიანობას, სიყვარულსა და თვითგამოხატვას. თქვენი იდეები ყურადღებას მიიპყრობს.ქალწულიოჯახური და საყოფაცხოვრებო საკითხები გახდება პრიორიტეტი. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.სასწორიკომუნიკაცია და მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართება. კარგი დროა ახალი კონტაქტებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის.მორიელიფინანსური საკითხები ყურადღების ცენტრში იქნება. სასურველია ხარჯებისა და შემოსავლების გადახედვა.მშვილდოსანითქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა. შესაძლოა დასრულდეს ერთი ეტაპი და დაიწყოს ახალი. ყურადღება მიაქციეთ ნიშნებსა და შესაძლებლობებს.თხის რქადროა დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. ზედმეტი დატვირთვა არ იქნება სასარგებლო.მერწყულიმეგობრები და თანამოაზრეები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. შესაძლებელია საინტერესო შეთავაზების მიღება.თევზებიკარიერულ საკითხებში წინსვლის შესაძლებლობა გამოჩნდება. თქვენი შრომა და მიღწევები უფრო შესამჩნევი გახდება.
"ჯერ საქართველოს" დამფუძნებლები თანამოაზრეებს და მხარდამჭერებს შეხვდნენ
1779549314
მერაბ მახარაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
1779700597
თბილისში 15 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს
1779877332
112-ის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
1779392103
ნიკა გვარამია - არ ვიცი, რა ქმედებაში მედება ბრალი, მუხლი ვიცი, მაგრამ ქმედება არ ვიცი
1779711544