კომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს მიმდინარე წლის ბოლომდე წარადგენს, -  ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა. 

მისივე თქმით, მინისტრები იყვნენ ძალიან მკაფიო, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა უარესდება საქართველოში.

"მინისტრები იყვნენ ძალიან მკაფიო, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა უარესდება საქართველოში. პერსონალური თავდასხმები ევროკავშირის ელჩებზე მიუღებელია და მისი ადგილი დიპლომატიაში არ არის.

კომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს მიმდინარე წლის ბოლომდე წარადგენს. ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ნოემბერში შევა ძალაში, ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ“, - განაცხადა კაია კალასმა.

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხებიც განიხილეს.