საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა გუნთერ კრიხბაუმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა მოსახლეობის მხარეს დგას.

"საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპასთან დაკავშირებით ბოლო დროს ნამდვილად იმედგამაცრუებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ მათ, მაგრამ მთავრობის ქცევა მიუღებელია. მე ვამბობ, მაგიდაზე ნამდვილად ყველა ვარიანტი დევს", - განაცხადა გუნთერ კრიხბაუმ.

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხებიც განიხილება.