მამუკა ხაზარაძეს ერთხელ წამოსცდა - რატომ ალაპარაკებენ სააკაშვილს ციხიდანო, ახლა თვითონაც არის გისოსებს მიღმა და მე მას ვუცხადებ სრულ სოლიდარობას. ირაკლი ოქრუაშვილს,  რომლის ყალბი ჩვენებითაც მე ახლა გისოსებს მიღმა ვიმყოფები, ვუცხადებ სოლიდარობას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ადამიანებმა არ ითანამშრომლეს რეჟიმთან.

"მე მინდა მივმართო ყველას, ვინც მიჭერს მხარს, რომ გაყოფის დრო აღარ არის და ამას მე მგონი, ყველა ხვდება. ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის ყალბი ჩვენებითაც მე ახლა გისოსებს მიღმა ვიმყოფები, ვუცხადებ სოლიდარობას იმიტომ, რომ მან გამოიჩინა პრინციპულობა საოკუპაციო რეჟიმთან. მამუკა ხაზარაძეს ერთხელ წამოსცდა - რატომ ალაპარაკებენ სააკაშვილს ციხიდანო, ახლა თვითონაც არის გისოსებს მიღმა და მე მას ვუცხადებ სრულ სოლიდარობას და აღვნიშნავ მის ვაჟკაცობას, რომ არ ითანამშრომლა ამ რეჟიმთან. რა თქმა უნდა, კატეგორიულად ვითხოვ მის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ამიტომ, ერთიანობა და კიდევ ერთხელ ერთიანობა. მე ძალიან ვაფასებ, რომ არ თანამშრომლობენ არალეგიტიმურ პარლამენტთან.

ყველამ ერთად უნდა ვთქვათ - მოდის საქართველოს გადარჩენისა და დიდი აღმშენებლობის  პერიოდი, მოდის ისეთი საქართველოს შექმნის პერიოდი, რომელიც არასდროს გვინახავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.