შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ახალი ხელმძღვანელი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა, ახალ ხელმძღვანელთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და კონკრეტული დავალებები გასცა.

გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს ნიკოლოზ შარაძეს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.