მე ასეთი სიმხეცე არ მინახავს, უსწორდებოდნენ ქალებს ორმეტრიანი სპეცრაზმელები და ეს არის ზუსტად რუსული ხელისუფლება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებლად ამოიცნობენ იმ სპეცრაზმელებს, რომლებიც მოქალაქეებს უსწორდებოდნენ.

"მე ასეთი სიმხეცე არ მინახავს, ადამიანებს ისე უსწორდებოდნენ და უსწორდებოდნენ ქალებს ორმეტრიანი სპეცრაზმელები და ეს არის ზუსტად რუსული ხელისუფლება, ასე აპირებს საკუთარი თავის გადარჩენას. იმისთვის, რომ სახლებში წასულიყვნენ, უამრავი ადამიანი სცემეს. მსგავსი დამცირება და თავზე ლაფის დასხმა არ მინახავს. 

დამწვარი მაქვს სახის კანი, ხელები. ცრემლსადენი გაზი იყო ძალიან დიდი რაოდენობით. საერთოდ არავითარი ამის აუცილებლობა არ ყოფილა. 

დაახლოებით 10 ადამიანი გვყავს ჩვენ უკვე ამოცნობილი. ყველა სპეცრაზმელს, რომელიც არბევდა გუშინ ადამიანებს და სათითაოდ უსწორდებოდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამოვიცნობთ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.