ლევან ხაბეიშვილი რომ უმოწყალოდ სცემეს, მაშინ გაბედა ამ ქალბატონმა (ლაშხმა), რომ უშვერი სიტყვებით ეგინებინა ადამიანები, რომლებიც მათმა სისტემამ კინაღამ მოკლეს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტად დაისვეს ადამიანი, რომელმაც თავისი თავი ფართო საზოგადოებას არაფრით არ დაამახსოვრა, გარდა იმისა, რომ საპარლამენტო ტრიბუნას იყენებდა გინებისთვის.

"ლევან ხაბეიშვილი რომ უმოწყალოდ სცემეს, მაშინ გაბედა ამ ქალბატონმა (ლაშხმა), რომ უშვერი სიტყვებით ეგინებინა ადამიანები, რომლებიც მათმა სისტემამ კინაღამ მოკლეს, ასე რომ, ესეც აჩენს მათ ორმაგ სტანდარტს, მათ ამორალობას. ვითომ პრეზიდენტად დაისვეს ადამიანი, რომელმაც თავისი თავი ფართო საზოგადოებას არაფრით არ დაამახსოვრა, გარდა იმისა, რომ საპარლამენტო ტრიბუნას იყენებდა გინებისთვის, სხვა ფრაზეოლოგია, მისი დებატის კულტურა და შენიშვნა საკანონმდებლო ინიციატივაზე ვინმეს გახსოვთ?! მისი საკანონმდებლო კარიერის ერთადერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი იყო გინების", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.