მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სალომე ზურაბიშვილს მოლდოვის უმაღლესი ჯილდო, რესპუბლიკის ორდენი მიანიჭა.

"ქართველი ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად, ვანიჭებთ რესპუბლიკის ორდენს - მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

მისი ლიდერობა და ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი შთაგონებას გვმატებს", - წერს სანდუ სოციალურ ქსელში.