ჩვენ პარტიაში ჩვენ ვემხრობით, რომ ბრძოლის გარეშე არ დავთმოთ არაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო შევვარდებით არჩევნებში, - ამის შესახებ კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

"ირაკლი კუპრაძემ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ ხომ არ ვიმსჯელოთ, რომ თუ არ დაინიშნა ახალი არჩევნები, რას ვაკეთებთ? ხომ არ ვიფიქროთ, რომ ბრძოლით შევიდეთ. იმის მაგივრად, რომ მიგვეღო პასუხი - მოდი ამაზე ვიმსჯელოთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ღვარძლი, შეურაცხყოფა, თავდასხმა და დიქტატი წამოვიდა, რომ როგორ ბედავ, რომ ამაზე საუბრობ. ვისგან წამოვიდა და მათ შორის პოლიტიკოსებისგანაც. მე პოლიტიკაში იმიტომ შემოვედი, რომ ეს ვაი გავისტუმროთ და უი დავაბრუნო, რომელიც აკრძალვას ალტერნატიული აზრის გარშემო მსჯელობას, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. მაშინ რა განსხვავებაა "ოცნებასა" და იმ ხალხს შორის, რომელიც გიკრძალავს ამაზე საუბარს...

მე ვფიქრობ, რომ დღეს ალტერნატივა ამ ხელისუფლებას მხოლოდ გაერთიანებაში, დიალოგში, კარგად აწონ-დაწონაში აქვს. მე მინდა, რომ მსჯელობა გაიხსნას. ჩვენ პარტიაში ჩვენ ვემხრობით, რომ ბრძოლის გარეშე არ დავთმოთ არაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო შევვარდებით არჩევნებში. ჩვენ შევხვდებით არა მარტო პოლიტპატიმრების მშობლებს, არამედ ყველა იმ ადამიანთა ჯგუფს, ვისაც აქვს არგუმენტი, რატომ სჯობს ბოიკოტი, ან სხვა ტაქტიკა საერთო ბრძოლის მოსაგებად", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში.