მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები როდესაც ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"მოდი, მე მის მიზნებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყოს, არის და იქნება. თუ ხელისუფლების წარმომადგენელი ამისთვის მზად არ ხარ, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც რაღაც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ.

როდესაც ადამიანი გადმოდის შეტევაზე და უსაფუძვლო, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, შევეცდები, რომ დღეს მის მიზნობრიობაზე არ ვისაუბრო. არ შეიძლება ასეთ საკითხებზე ჩვენ ვილაპარაკოთ, რამდენი შეტევაც განხორციელდება ჩვენზე კორუფციასთან ბრძოლის გამო“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 აგვისტოს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ„ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერილი გაუგზავნეს“. 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში კი წერს, რომ წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.