ვთვლიდი და ვთვლი, რომ საქართველოს საპატრიარქო არის თავისუფლების მთავარი მტერი და რუსული GRU-ს რეზიდენტურა საქართველოში, რომელიც დღეს სრულად შეზრდილია რუსულ ხელისუფლებასთან და კრიმინალურ სამყაროსთან, - წერს სოციალურ ქსელში "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს.

"მე ვარ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ვაკელი კაცი, 3 შვილის მამა.

გუშინწინ, გუშინ, დღეს, ხვალ ვარ და ვიქნები საქართველოში, ხან იქ, ხან აქ. ვთვლიდი და ვთვლი, რომ საქართველოს საპატრიარქო არის თავისუფლების მთავარი მტერი და რუსული GRU-ს რეზიდენტურა საქართველოში, რომელიც დღეს სრულად შეზრდილია რუსულ ხელისუფლებასთან და კრიმინალურ სამყაროსთან. არსად გაქცევას არ ვაპირებ. არსად დამალვას არ ვაპირებ. არც გაჩუმებას ვაპირებ და არც დაცვის აყვანას.

ქართული ოცნება / Georgian Dream თქვენი შეშინებულის დედას შევე&ი, სუს-ს და პოლიციას ამოფარებულო &ლეებო", - წერს ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძესა და მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელებმა სოციალურ ქსელში ერთმანეთის მსგავსი პოსტები გამოაქვეყნეს და თავდასხმები რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლეს.