"ფორმულას“ ჟურნალისტს ვახო სანაიას "ფეისბუკ პოსტის" გამო 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველო ავტორიტარულ ნაწილში ყოფნას ირჩევს.

"ფორმულას“ ჟურნალისტს ვახო სანაიას "ფეისბუკ პოსტის"  გამო 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ის ფაქტი, რომ რუსეთში მას გაცილებით მკაცრ სასჯელს მიუსჯიდნენ, ნუგეში არ არის, თუმცა ეს აჩვენებს, ევროპის რომელ მხარეს დგას დღეს საქართველო: მის ავტორიტარულ ნაწილში. საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა", - წერს მიხაელ გალერი.

"ფორმულას" ტელეწამყვანი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას დღევანდელ სასამართლო სხდომაზე  პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა. ვახო სანაია სხდომას არ დასწრებია.